სჭირდება თუ არა სასწორს მონტაჟი
არა. სასწორი პირდაპირ თავსდება ბეტონის ზედაპირზე, ერთდება კაბელით და ჩართვის შემდეგ უკვე მზად არის გამოყენებისთვის.
სასწორის სწორად გამოყენება იწყება სწორი განთავსებით. DVALI ამ გვერდზე გაჩვენებთ, რა უნდა მოამზადოთ ადგილზე, როგორ უნდა დადგათ სასწორი, რა უნდა შეამოწმოთ პირველ ჩართვაზე და როდის უნდა დაუკავშირდეთ ტექნიკურ ჯგუფს.
სასწორი იატაკზე დგება ოთხი საყრდენი წერტილით და ამისთვის აუცილებელია ძალიან მყარი ზედაპირი. საუკეთესო ვარიანტია სწორი ბეტონის იატაკი. სასწორის დადება არ შეიძლება ბეტონის ბლოკებზე, ხის, რკინის ან სხვა მსგავს კონსტრუქციაზე, როცა მისი ხელოვნურად ამაღლება სურთ.
თუ ბეტონის ზედაპირი იდეალურად სწორი არ არის, სასწორს აქვს სიმაღლის რეგულირების საშუალება. ეს რეგულირება გამოიყენება მცირე გადახრების გასასწორებლად და ჩვეულებრივ დაახლოებით 2–3 სმ ფარგლებშია. თუ ზედაპირი მნიშვნელოვნად დახრილია ან არასტაბილურია, სასწორის სწორად მუშაობა ვერ იქნება უზრუნველყოფილი.
არა. სასწორი პირდაპირ თავსდება ბეტონის ზედაპირზე, ერთდება კაბელით და ჩართვის შემდეგ უკვე მზად არის გამოყენებისთვის.
პირველ გაშვებას თვითონ მყიდველი ახდენს. საჭირო არის სწორი დადგმა, ჩართვა და რამდენიმე საწყისი შემოწმება.
სასწორი კალიბრირებული მოყვება და შესაბამისი სერტიფიკატიც გაცემულია. თუ დამატებით გჭირდებათ მეტროლოგიის სამსახურის სერტიფიკატი, ამისთვის უნდა დაუკავშირდეთ ან სასწორის მომწოდებელს, ან მეტროლოგიის სააგენტოს.
სასწორის ხშირი, ყოველდღიური გადატანა სხვა ადგილზე ან მანქანით ტარება რეკომენდებული არ არის.
თუ სასწორი სხვა ადგილზე გადაიტანეთ, ხელახლა უნდა გაიაროთ ის ძირითადი შემოწმებები, რაც პირველ გაშვებაზეა საჭირო.
თუ ჩართვის შემდეგ სასწორი ნულს არ წერს ან კუთხეებში განსხვავებულ შედეგს აჩვენებს, უნდა დაუკავშირდეთ ტექნიკურ ჯგუფს.
ნებისმიერი საკითხი ინდივიდუალურად ფასდება და ამის შემდეგ განისაზღვრება პრობლემის აღმოფხვრის სწორი გზა.
სასწორი უნდა დაიდგას მყარ და სწორ ბეტონის ზედაპირზე. მისი დადება არ შეიძლება ბეტონის ბლოკებზე, ხის, რკინის ან სხვა ამაღლებულ კონსტრუქციაზე.
არა. სასწორი პირდაპირ იდება ბეტონის ზედაპირზე, ერთდება კაბელით და ჩართვის შემდეგ უკვე მზად არის გამოყენებისთვის.
პირველ გაშვებას თვითონ მყიდველი ახდენს.
უნდა შემოწმდეს ოთხივე ფეხით მყარად დგას თუ არა, ნულს წერს თუ არა და ოთხივე კუთხეში ერთნაირ შედეგს აჩვენებს თუ არა.
დიახ. სასწორი კალიბრირებული მოყვება და სერტიფიკატიც გაცემულია.
ხშირი და ყოველდღიური გადატანა რეკომენდებული არ არის. სხვა ადგილზე გადატანის შემდეგ საჭიროა ხელახალი შემოწმება, როგორც პირველ გაშვებაზე.
ასეთ შემთხვევაში უნდა დაუკავშირდეთ DVALI-ს ტექნიკურ ჯგუფს.
არა. გამოყენების ძირითადი წესი ერთნაირია.
თუ გსურთ ნახოთ შესაბამისი კატეგორიები ან გახსნათ ამ ტიპის სასწორის რეალური მაგალითები, გამოიყენეთ ქვემოთ მოცემული ბმულები.
იხილეთ ინდუსტრიული სასწორების სრული კატეგორია და შეადარეთ სხვადასხვა ტვირთამწეობისა და პლატფორმის ზომის მოდელები.
იხილეთ ინდუსტრიული სასწორები
გახსენით პლატფორმული სასწორების კატეგორია და ნახეთ 150 კგ, 300 კგ და 600 კგ მოდელები სხვადასხვა პლატფორმის ზომით.
იხილეთ პლატფორმული სასწორები
იხილეთ ამ ტიპის ინდუსტრიული სასწორის რეალური პროდუქტის გვერდი და გაეცანით ტექნიკურ მახასიათებლებს.
გახსენით პროდუქტის გვერდი
გახსენით პლატფორმული სასწორის მაგალითის გვერდი და ნახეთ როგორია ამ სერიის კონკრეტული პროდუქტის აღწერა.
გახსენით პროდუქტის გვერდიიხილეთ ინდუსტრიული სასწორების დაკალიბრების სერვისი და დამატებითი ინფორმაცია სერტიფიცირებაზე.
იხილეთ დაკალიბრების სერვისითუ სასწორი დაზიანდა ან გამართულად აღარ მუშაობს, იხილეთ შეკეთების სერვისი.
იხილეთ შეკეთების სერვისინებისმიერი პრობლემის, შეკითხვის ან სამუშაო რჩევის შემთხვევაში გამოიყენეთ ტექნიკური მხარდაჭერის გვერდი.
იხილეთ ტექნიკური მხარდაჭერათუ გსურთ გადაამოწმოთ ზედაპირი, დადგმის პირობები ან პირველი გაშვების პროცესი, მოგვწერეთ პირდაპირ.
დაგვიკავშირდით პირდაპირგააზიარეთ თქვენი ობიექტის პირობები და ჩვენი ტექნიკური ჯგუფი გეტყვით, რა უნდა მოამზადოთ სასწორის სწორად განთავსებამდე.